ლევან მჭედლიძე – ახალი გუნდი და ახალი მიზნები

ლევან მჭედლიძის ახალი გუნდი ცნობილია. 31 წლის ქართველი თავდამსხმელი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. მჭედლიძემ გუნდთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლოს დინამო ბათუმში თამაშობდა, წლეულს აპრილში კი გუნდი დატოვა და როგორც უკვე მოგახსენეთ უკვე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია.

მჭედლიძემ კარიერა ემპოლიში დაიწყო, საიდანაც ერთი ხანობა პალერმოში გაანათხოვრეს. შემდეგ კვლავ ემპოლი, დინამო თბილისი, დინამო ბათუმი და ეხლა უკვე ტორპედო. მჭედლიძის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი და 2 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *