ლევან საგინაშვილი და წნევის გაზომვის საინტერესო გზა [VIDEO]

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი, სოც. ქსელში სახალისო ვიდეოს ავრცელებს. იქედან გამომდინარე, რომ ლევანის ფიზიკური მონაცემები სტანდარტული ადამიანისას საგრძნობლად აღემატება, ასეთი ადამიანებისთვის შექმნილი ნივთების გამოყენება ლევანისთვის გარკვეულ წინაღობებს ქმნის.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უზომავენ საგინაშვილს წნევას ფეხზე, კერძოდ წვივის მიდამოებში. “როცა ხელი 60სმ გაქვს” – წერს ჰალკი. სწორედ წვივი აღმოჩნდა ყველაზე წვრილი ადგილი, რომელსაც წნევის აპარატის სამკლაური მოერგო.

@levansaginashvili #foryou ♬ оригинальный звук – Vesna

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *