დუბაიმ King Of The Table 6-ს უმასპინძლა, რომლის მთავარი ბრძოლაც ლევან საგინაშვილსა და ერმეს გასპარინს შორის გაიმართა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა ლევანმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება და პირველი 4 რაუნდი მოიგო. მას შემდეგ, როცა ქართველმა ჰალკმა ქულების თვალსაზრისით მოგება გაინაღდა, ჯანმრთელობის პრობელემის გამო ბრძოლის შეწყვეტა მოუწია. ბოლო ორი ქულა ავტომატურად გასპარინს ჩაეთვალა, გამარჯვება კი ბუნებრივია ლევანს დარჩა.
ლევან საგინაშვილმა ერმეს გასაპრინი დაამარცხა [VIDEO]
