ლევან შენგელია: ახალ გუნდზე, სხვა ვარიანტებზე, მწვრთნელზე…

ლევან შენგელია კარიერას ბელგიურ ლეუვენში გააგრძელებს. Leadersport.ge ქართველ შემტევს ბელგიაში დაუკავშირდა და ამ თემაზე კომენტარი ჩამოართვა.

“ლეუვენთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გავაფორმე, მესამე წელი გუნდის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მწვრთნელს პირველად დაახლოებით 10 დღის წინ ვესაუბრე და მას შემდეგ ხშირი კონტაქტი გვქონდა. ლეუვენის გარდა აპოელის, პარტიზანის, ბოა ვიშტას და ბურსას ვარიანტიც მქონდა, თუმცა ლეუვენი ვარჩიე.”-გვითხრა შენგელიამ, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 10 მატჩია.

რაც შეეხება შენგელიას ახალ გუნდს, ლეუვენმა ამ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, 3-ვე ფრედ დაასრულა და 3 ქულით მე-16 ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *