ლევან ჩილაჩავა სიმბოლურ ნაკრებში

ქართველი შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ლევან ჩილაჩავას “კასტრმა” შინ სოსო ბეკოშვილის, ვანო კარკაძის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძის, ლუკა ჯაფარიძისა და თედო აბჟანდაძის “ბრივი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 23:22.

ლევან ჩილაჩავამ, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, 28-ე წუთზე ლელო გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *