ლევან ჩოხელმა ბელატორში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

25 წლის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი გუშინ გამართულ Bellator 272-ზე ვინისიუს დე ჟეზუსს დაუპირისპირდა და 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ლევანი სამივე რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და ფლობდა უპირატესობას.

ჩოხელისთვის ეს ბელატორში გამართული მეორე დაპირისპირება და პირველი გამარჯვება იყო. ჩოხელის ანგარიშზე 10 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. 10 გამარჯვებიდან 9 მან ნოკაუტით მოიპოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *