აია-ხარები 14:20
აია: ლ – შალიკაშვილი. 3ს – აბაშიძე
სინბინი: არეშიძე
ხარები: 3ლ – ჭავჭავაძე (3). ს,გ – პეტრიაშვილი
სინბინი: ბერძული
მსაჯი: საბა აბულაშვილი
ქუთაისის “აიამ” მორიგი მარცხი განიცადა. ქუთათურებმა ამჯერად შინ წააგეს რუსთავის “ხარებთან” – 14:20. არადა, დასაწყისში მასპინძლები საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და მე-20 წუთამდე 6:0 იგებდნენ.
“ხარებმა” ტემპს უმატეს და შესვენებამდე შერკინების კვაჭმა ლევან ჭავჭავაძემ ორი ლელო მიითვალა. სტუმრებმა ტაიმი 15:9 მოიგეს.
შესვენების შემდედ ჭავჭავაძემ კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლო და ჰეთ თრიკი შეასრულა – 20:9. “აიამ” მე-60 წუთზე ლელოთი ანგარიშის შემცირება შეძლო – 14:20. თუმცა, დარჩენილ 20 წუთში მატჩის გადარჩენა ვერაფრით შეძლო.
ცხადია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამი ლელოს გამტანი ლევან ჭავჭავაძე დასახელდა.