ლეივერის თასზე ევროპის ნაკრები მსოფლიო ნაკრებს ანადგურებს 11:1

ა.შ.შ-ს ქალაქ ბოსტონში გრძელდება როდ ლეივერის სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც ერთმანეთს ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები უპირისპირდება.

წინა 3 გათამაშება ევროპელებმა მოიგეს, ყავდათ რა შემადგენლობაში ჯოკოვიჩი-ფედერერი-ნადალი, თუმცა წლევანდელ ტურნირზე „ბებერი კონტინენტის“ წარმომადგენლებს დიდი სამეულის არცერთი წევრი არ ყავთ, მაგრამ მათთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ 2 სათამაშო დღის შემდეგ გამანადგურებელი ანგარიშით იყვნენ წინ 11:1.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიში 3:1 იყო ევროპის ნაკრების სასარგებლოდ და როდ ლეივერის თასის ტურნირის წესების თანახმად მეორე სათამაშო დღეს მოგებული მატჩი 2 ქულად ფასობს. ეს ფაქტორი მსოფლიო ნაკრებს მშვენიერ შანსს უტოვებდა მეტოქესთან ჩამორჩენა აღმოეფხვრათ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა – ევროპელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და 10 ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან დასკვნით სათამაშო დღეს.

null

სტეფანოს ციციპასი (ევროპა) – ნიკ კირიოსი (მსოფლიო) 6:3 6:4

ალექსანდრ ზვერევი (ევროპა) – ჯონ ისნერი (მსოფლიო) 7:6 6:7 10:5

დანილ მედვედევი (ევროპა) – დენის შაპოვალოვი (მსოფლიო) 6:4 6:0

ანდრეი რუბლიოვი/სტეფანოს ციციპასი (ევროპა) – ნიკ კირიოსი/ჯონ ისნერი (მსოფლიო) 6:7 6:3 10:4

მესამე სათამაშო დღეს 4 მატჩი გაიმართება და ტურნირის წესდების მიხედვით თოთოეული მატჩის მოგება 3 ქულად ფასობს, ასე რომ თუ მსოფლიო ნაკრები ოთხივე შეხვედრას მოიგებს ისტორიულ „ქამბექს“ დადებს და სენსაციურად მოიგებს ლეივერის თასს.

null

26 სექტემბერი

რუბლიოვი/ზვერევი (ევროპა)- შაპოვალოვი/ოპელკა (მსოფლიო)

ზვერევი (ევროპა) – ოჯე ალიასიმი(მსოფლიო)

მედვედევი (ევროპა) – შვარცმანი (მსოფლიო)

ციციპასი (ევროპა) – ისნერი (მსოფლიო)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *