ლეივერის თასი – II სათამაშო დღის მიმოხილვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გრძელდება ლეივერის თასის გათამაშება, სადაც ერთმანეთს ევროპის და მსოფლიოს ნაკრებები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო და თითქოს გაჩნდა ინტრიგაც, თუმცა მეორე სათამაშო დღეს, ფავორიტად მიჩნეულმა ევროპის ნაკრებმა 4-დან სამი შეხვედრა მოიგო და საერთო ანგარიშში 8:4 დაწინაურდა (მეორე სათამაშო დღეს თითოეული მატჩის მოგება 2 ქულად ფასობს).

null

პირველები კორტზე მატეო ბერეტინი და ფელიქს ოჟე-ალიასიმი გამოვიდნენ. აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე მატჩის პირველი სეტი იტალიელმა 7:6 მოიგო, მეორე პარტია კი უკვე კანადელს დარჩა 6:4.

შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი სუპერ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უფრო იღბლიანი მატეო გამოდგა, რომელმაც 10:7 იმარჯვა და ევროპას +2 ქულაც მოუტანა.

null

მეორე შეხვედრაც არანაკლებ დაძაბული გამოდგა – ტეილორ ფრიცმა პირველი სეტი 23 წუთში მოუგო კამერონ ნორის ანგარიშით 6:1, თუმცა მეორე პარტია ბრიტანელს დარჩა 6:4.

გადამწყვეტ, სუპერ ტაიბრეიკზე ამერიკელი ჩოგბურთელის მძლავრმა ჩაწოდებამ ითამაშა საკუთრი “როლი” – ფრიცმა “საჩოგბურთო ლატარეა” 10:8 მოიგო და მასთან ერთდ მატჩიც.

წაგებული შეხვედრის შემდეგ, ევროპის ნაკრების კაპიტანმა ბიორნ ბორგმა კორტზე “სერბული ჯოკერი” შემოუშვა – ნოვაკ ჯოკოვიჩი. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 74 წუთში მოუთავრა საქმე ფრანსის ტაიფოს, მისაც რა მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი 6:1 6:3, ხოლო შემდეგ უკვე წყვილთა თანრიგის მატჩიც მოიგო ბერეტინისთან ერთად.

იტალიურ/სერბულმა დუეტმა დე მინორი/სოკის ტანდემს 7:5 6:2 სძლია და მესამე სათამაშო დღის წინ ევროპას 4 ქულიანი ჰანდიკაპი “შეუქმნა”.

ტურნირის წესების მიხედვით, დასკვნით – მესამე სათამაშო დღეს თითოეული მატჩის მოგება 3 ქულად ფასობს.

როდ ლეივერის თასი, III სათამაშო დღე

15:00 ბერეტინი/მარეი – ოჟე-ალიასიმი/სოკი

16:30 ჯოკოვიჩი – ოჟე-ალიასიმი

18:00 ციციპასი – ტიაფო

19:30 რუუდი – ფრიცი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *