ლეივერის თასი – III სათამაშო დღის მიმოხილვა

პირველად ლეივერის თასი 2017 წელს ჩატარდა და მისი გამარჯვებული ევროპის ნაკრები გახდა. რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის ლიდერობით ევროპამ მსოფლიოს ნაკრებს 15:9 მოუგო.

მომდევნო წელს ისევ “ბებერი კონტინენტის” წარმომადგენელთა უპირატესობა იყო – 13:8.

2019 წელს, ჟენევაში დაძაბული ორთაბრძოლა შედგა, რომელშიც გამარჯვებული მაინც ევროპა გამოვიდა 13:11, 2020-ში კი კოვიდ პანდემიის გამო ლეივერის თასი აღარ ჩატარებულა.

შარშან, მსოფლიოს ნაკრები შერცხვა – წააგო რო ევროპელებთან დაპირისპირება ანგარიშით 1:14.

წლევანდელი როდ ლეივერის თასის გათამაშების დაწყების წინ ფავორიტად ევროპის ნაკრები მიიჩნეოდა, რომელსაც შემადგენლობაში “დიდი ოთხეულის” ყველა წევრი ყავდა (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩ, მარეი).

null

ტურნირის საწყისი 2 დღის განმავლობაში ევროპელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და 8:4 ლიდერობდნენ, თითქოს არ უნდა გასჭირვებოდათ ზედიზედ მეხუთედ ლეივერის თასის მოგება, თუმცა…

ტურნირის წესების მიხედვით, მესამე სათამაშო დღეს თითოეული მოგებული მატჩი 3 ქულად ფასობს, ასე რომ მსოფლიო ნაკრებს იოლად შეეძლო 4 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.

მათთვის ყველაფერი წარმატებულად დაიწყო – პირველივე მატჩში ალიასიმი/სოკის გამოცდილმა წყვილმა მძიმე ბრძოლაში 2:6 6:3 10-8 დაამარცხა ბერეტინი/მარეის დუეტი და მსოფლიო ნაკრების ჩამორჩენა ევროპელებთან 1 ქულამდე დავიდა 7:8.

null

ევროპელთა კაპიტანმა ბიორნ ბორგმა კორტზე სათამაშოდ სერბული “ჯოკერი” – ნოვაკ ჯოკოვიჩი “გამოიძახა”. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მოულოდნელად 3:6 6:7 წააგო ფელიქს ოჟე ალიასიმთან – მსოფლიო ნაკრები 3 სათამაშო დღის განმავლობაში პირველად გალიდერდა 10:8.

ვინაიდან ტურნირის მსვლელობისას როჯერ ფედერერმა კარიერა დაასრულა, ხოლო რაფაელ ნადალს მცირე ტრავმა ქონდა, ევროპამ მისთვის გადამწყვეტ მატჩში სათამაშოდ სტეფანოს ციციპასი აირჩია. ბერძენმა ჩოგბურთელმაც ბრწყინვალედ დაიწყო შეხვედრა ფრანსის ტიაფოსთან და პირველი სეტი 6:1 მოიგო.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელები ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც სტეფანოსს 4 მატჩპოინტი ქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო და “დაუჯერებელ პირობებში” სეტი 11:13 დათმო.

შანსების ხელიდან გაშვების გამო ბერძენი მწარედ დაისაჯა – სუპერ ტაიბრეიკზე ფრანსის ტიაფომ ციციპასს 10-8 სძლია და პირველად “ლეივერის თასის”  არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ნაკრებმა ევროპის სუპერ ნაკრები დაამარცხა. (ანგარიში 14:8)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *