ლეიკერსის პირველი გამარჯვება

ნბა-ს მიმდინარე სეზონში, ტურნირის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფრენკ ვოგელის გაწვრთნილმა გუნდმა ურთულეს ბრძოლაში 121:118 დაამარცხა „მემფისი“.

null

პირველი მეოთხედი გამთამაშებელთა დაპირისპირებად იქცა – მასპინძელთა რიგებიდან ბრწყინავდა რასელ ვესტბრუკი, რომელიც იადეალურ პასებს იძლეოდა და დეანდრე ჯორდანმა სამჯერ ჩატენა ბურთი კალთში, მეორე მხარეს კი ჯა მორანტი ქმნიდა დიდ პრობლემებს მეტოქეებისთვის.

ჯა ფაქტიურად მარტო ეთამაშებოდა მთელ „ლეიკერსს“ – არიგებდა ზუსტ პასებს, ატერორებდა სამწამიან ზონას, შორი დისტანციიდან ბომბავდა მეტოქის კალათს.
როგორც კი „მემფისმა“ პარკეტიდან გაიყვანა სტივენ ადამსი, „ლეიკერსმა“ სრული დომინაცია დაამყარა სამწამიან ზონაში – ენტონი დევისმა საკუთარი სიმაღლის გამოყენებით არაერთხელ მოხსნა ბურთი „გრიზლის“ ფარზე და იქვე ჩააბრუნა კალათში. „ლეიკერსმა“ პირველი მეოთხედი 29:24 მოიგო.

მეორე პერიოდი ჯარეჯ ჯექსონ ჯუნიორის სამქულიანით გაიხსნა, თუმცა „მემფისს’ მაინც ძალიან გაუჭირდა ჯა მორანტის გარეშე (ისვენებდა). რასელ ვესტბრუკმა ამჯერად შეცვლაზე შემოსული დუვაიტ ჰოვარდი დატვირთა, ამ უკანასკნელმა კი სოლიდური ჩატენვებით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მაყურებელი.

ძალიან კარგად გამოიყურებოდა კარმელო ენტონი, რომელმაც მატჩი 28 ქულით დაასრულა (თამაშიდან 15-ჯერ ესროლა და 10 ჩააგდო). „მელომ“ კარიერულად დაგროვილი ქულების მიხედვით (27 423) ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეებს შორის მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, გაასწრო რა მოზეს მელოუნს (27409).

null

პირველი ტაიმის ბოლოს პარკეტზე დაბრუნებულმა მორანტმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და „მემფისი“ დიდ შესვენებაზე 6 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 56:62.

ჯას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „მემფისმა“ მესამე მეოთხედი 34:25 მოიგო და უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედს 3 ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

ლებრონმა დრულად ჩააგდო სამქულიანი და წონასწორობა მალევე აღადგინა 92:92.

კარმელო ენტონიმ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა 45 გრადუსიანი კუთხიდან ზუსტად გამოიყენა შორეული ტყორცნები, რასაც მალიკ მონკის პერიმეტრიდან გასროლა მოყვა და „ლეიკერსი“ ანგარიშში წინ გაიჭრა.

null

ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე მასპინძლები 119:116 იგებდნენ, „გრიზლისმა“ ბურთი ჯა მორანტზე შემოიტანა, რომელმაც სამქულიანის სროლა გადაწყვიტა, რა დროსაც მასზე სულელური ფოლი აიღო კენტ ბეიზმორმა.
„მემფისის“ ლიდერმა 2 საჯარიმო უპრობლემოდ ჩააგდო და მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა118:119, თუმცა ბოლო მცდელობაზე ხელი „აუკანკალდა“, სროლა გააფუჭა და „ლეიკერსს“ გამარჯვება აჩუქა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მაინც ჯა მორანტი იყო, რომელმაც 38 წუთში “ლეიკერსს” 40 ქულა ჩაუგდო. ახალგაზრდა გამთამაშებლის ანგარიშზე ასევე გახლდათ 10 პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა.

“ლეიეკრსის” რიგებიდან 22 ქულა+8 მოხსნა+4 დაფარება ქონდა ენტონი დევისს, ლებრონმა მატჩი 19 ქულით დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *