ლეიკერსის სენსაციური მარცხი – სცენარი იგივეა

ნბას 2021/22 წლების სეზონის სტარტზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება ტურნირის ერთ – ერთი მთავარი ფავორიტი – ლეიკერსი. უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ფრენკ ვოგელის გაწვრთნილი გუნდი ორჯერ დამარცხდა ლიგის აუტსაიდერ “ოკლაჰომასთან”. წაგებული მატჩების სცენარი ერთმანეთს ძალიან გავდა – პირველ შემთხვევაში კალიფორნიული გუნდი 26 ქულას იგებდა, თუმცა დამარცხდა, მეორე მატჩი კი “ლეიკერსმა” 19 ქულიანი უპირატესობა გაფლანგა.

მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე ლეიკერსი – 44:25 ამარცხებდა მეტოქეს და Staples Center-ში შეკრებილმა გულშემატკივარმა დაიჯერა რომ მათი საყვარელი გუნდი იოლ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა “თანდერმა” ძალიან მოინდომა, არ დანებდა მეტოქეს და მესამე პერიოდის ბოლოს უკვე ანგარიშში მხოლოდ მინიმალურად ჩამორჩებოდა 65:66.

null

მატჩის გადამწყვეტი მომენტი ძირითადი დროის დასრულებამდე 80 წამით ადრე დადგა – ოკლაჰომა 3 ქულას იგებდა (98:95), როდესაც მათმა ლიდერმა შაი გილიჯეს ალექსანდერმა ცენტრიდან, პირდაპირ ლეიკერსის ლოგოდან ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში და საკუთარ გუნდს 6 ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა 101:95.
დარჩენილ მცირე დროში მასპინძლებმა ცდა არ დააკლეს, თუმცა მატჩი მაინც წააგეს 104:107.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე – “ოკლაჰომას” ლიდერი შაი გილიჯეს ალექსანდერი გახდა, რომელმაც 28 ქულა(11 მეოთხე მეოთხედში), 6 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. 17 ქულა ქონდა დორტს, 14 ბაზლის.
“ლეიკერსის” რიგებიდან გამოირჩა ენტონი დევისი, რომელმაც ლებრონის არყოფნაში ულიდერა გუნდს – 29 ქულა, 18 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება.

null

“ჩვენ დღეს ეს მატჩი ნამდვილად არ უნდა წაგვეგო. მოდით ნუ დავაბრალებთ წაგებას იმ ფაქტს, რომ  ლებრონი არ თამაშობდა.”ოკლაჰომასთან” ზუსტად ერდაიგივე სცენარით წავაგეთ ორი მატჩი, ასეთი რამე კი დაუშვებელია.მემგონი მოვიდა დრო, რომ ყველანი დავფიქრდეთ და საკთარ თავზე ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.’ – განაცხადა დევისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

9 გამართული მატჩის შემდეგ “ლეიკერსს” 5 მოგება და 4 წაგება აქვს, “ოკლაჰომას” კი სეზონში მხოლოდ 2 გამარჯვება მოუგროვდა(6 მარცხი) და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ორივე კალიფორნიულ საკალათბურთო გრანდთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *