„ლეიკერსი“ ყველაზე პოპულარულია

ნბა-ს 2021-22 წლების საკალათბურთო სეზონის წინ „ლეიკერსმა“ სატრანსფერო ბაზარზე ნაყოფიერად იმუშავა. განხორციელებული ტრეიდების შედეგად ლოს ანჯელესური გრანდის რიგები შეავსეს ისეთმა კალათბურთელებმა როგორებიც არიან რასელ ვესტბრუკი,დუვაიტ ჰოვარდი  და კარმელო ენტონი.

null

გამოქვეყნდა ა.შ.შ-ს ნაციონალური ტელევიიზიის საკალათბურთო კალენდარი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას თუ რომელი გუნდის თამაშს უფრო მეტჯერ იხილავს მაყურებელი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე პოპულარული „ლეიკერსია“ – ABC, ESPN, NBATV და TNT ჯამში „ელ. ეი“-ს 42 თამაშს აჩვენებს პირდაპირ ეთერში.

ლიდერთა ხუთეულში მოხვდნენ „გოლდენ სტეიტი“, „ბრუკლინი“, „მილუოკი“ და „ბოსტონი“.

ყველაზე ნაკლებად გაშუქდება „ჰიუსტონის“, „კლივლენდის“, მინესოტას“, „ოკლაჰომას“ და „ორლანდოს“ თამაშები.

ლეიკერსი – 42
გოლდენ სტეიტი – 41
ბრუკლინი – 37
მილუოკი – 36
ბოსტონი – 33
ფინიქსი – 33
——————————
კლივლენდი – 4
ჰიუსტონი – 4
მინესოტა – 4
ოკლაჰომა – 4
ორლანდო – 4

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *