NBA-ს მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში წარუმატებლად ასპარეზობს “ლეიკერსი”. 47 ჩატარებული მატჩის შემდეგ დარვინ ჰემის გაწვრთნილ გუნდს მოგება/წაგების უარყოფითი ბალანსი გააჩნია 22/25.
კალიფორნიულ გუნდს აშკარად ჭირდებოდა გაძლიერება და კლუბის ხელმძვანელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს – “ლეიკერსმა” და “ვაშინგტონმა” ერთმანეთში მოილაპარაკეს და მოთამაშეები გაცვალეს.
კალიფორნიულმა გუნდმა მიიღო ფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე რუი ჰაჩიმურა (24 წლის, 203 სმ), ხოლო “ვიზარდსმა” უკანა ხაზელი კენდრიკ ნანი და დრაფტის მეორე რაუნდის 3 პიკი(2023, 2028, 2029).
გაცნობებთ, რომ ჰაჩიმურა 2019 წლის დრაფტზე “ვიზარდსმა” მე-9 ნომრად აირჩია. იაპონელი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 13 ქულას, 4,3 მოხსნა და 1,2 შედეგიან პასს აგროვებს.
კენდრიკ ნანის მაჩვენებლები 2022/23 წლების სეზონში არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება – 6,7 ქულა, 1,4 მოხსნა, 0,9 პასი საშალოდ მატჩში.
რუი ჰაჩიმურას მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თუმცა ტრეიდის წინ მოხდა შეთანხმება მას და “ლეიკერსის” ხელმძღვანელებს შორის – ივლისში, იაპონელი ახალ კონტრაქტს სწორედ კალიფორნიულ გუნდთან გააფორმებს.
ექსპერტთა ვარაუდით, ჰაჩიმურა სასტარტო ხუთეულის წევრი გახდება და სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს.
Yahoo-ს საკალათბურთო მიმომხილველის – ჯეიკ ფიშერის ინფორმაციით, ლეიკერსის გენერალურმა მენეჯერმა გაიგო, რომ “ვაშინგტონი”, “ფინიქსი” და “მილუოკი” სამმაგ გაცვლას ამზადებდნენ.
ამ ტრეიდით ჰაჩმურა “სანზის” კალათბურთელი ხდებოდა, კრაუდერი “ბაქსში” გადადიოდა”, ხოლო “ვიზარდსი” დრაფტის მეორე რაუნდის 3 პიკს იღებდა. ამ ინფორმაციის წყალობით “ლეიკერსის” ხელმძღანელებმა დაადგინეს, თუ რა ფასად უღირდა “ვაშინგტონს” რუი ჰაჩიმურას გაცვლა.
რობ პელინკამ დროულად შეაფასა სიტუაცია, დედაქალაქურ გუნდს უკეთესი პირობები შესთავაზა (ნანი+3 პიკი მეორე რაუნდის) და იაპონელი ფორვარდი თავის გუნდში წამოიყვანა.