NBA-ს რეგულარული გათამაშება გრძელდება. მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება CRIPTO.COM არენაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს “კლიპერსი” და “ლეიკერსი” დაუპირისპირდნენ.
ამ მატჩს მეორე ნაირად “ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვისაც” ეწოდება, ასე რომ ინტრიგა დიდი გახლდათ.
შეხვედრის სტარტი “კლიპერსს” ბევრად უკეთესი გამოუვიდა – სუპერვარსკვლავების დუეტის – პოლ ჯორჯი+კავაი ლეონარდის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე პირველი მეოთხედი 37:30 მოიგო.
მეორე პერიოდში ლიდერობა საკუთარ თავზე სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ნორმან პაუელმა და რეჯი ჯექსონმა აიღეს და შეხვედრას ინტრიგა ფაქტიურად დაუკარგეს.
“კლიპერსმა” მეოთხედი 40:24 მოიგო და დიდ შესვენებაზე 23 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.
“ლეიკერსის” რიგებიდან ერთადერთი კალათბურთელის გამორჩევა შეიძლება და ეს რათქმაუნდა ლებრონ ჯეიმსი გახლდათ – “მეფე” არ ნებდებოდა და ბოლომდე იბრძოდა.
38 წლის კალათბურთელმა, რომელიც ლიგაში რიგით მეოცე სეზონს ატარებს “კლიპერსს” 46 ქულა ჩაუგდო.
ლებრონმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში 29 ნასროლი ბურთიდან 16 ზუსტად ჩააგდო მეტოქის კალათში.
ჯეიმსმა პირადი რეკორდი დაამყარა, მოახდინა რა 9 სამქულიანი რეალიზება. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 8 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
ლიგის ისტორიაში ლებრონ ჯეიმსი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელსაც NBA-ს ოცდაათივე კლუბთან 40+ ქულა აქვს ჩაგდებული.
მიუხედავად ლებრონის ასეთი გმირული თამაშისა, “ლეიკერსმა” მორიგი ბრძოლა წააგო “ლოს-ანჯელესისთვის” 115-133.
ლეიკერსი – კლიპერსი 115:133 (30:37, 24:40, 28:21, 33:35)
ლეიკერსი: ჯეიმსი (46 + 8 მოხსნა + 7 პასი), ბრაიანტი (15 + 7 მოხსნა), შრიოდერი (7), ბრაუნი (7), ბევერლი (3) – სასტარტო; ვესტბრუკი (17), გებრიელი (8), კრისტი (5), ტოსკანო-ანდერსონი (4), პიპენი (3),ჯონსი (0), სუიდერი (0).
კლიპერსი: ჯორჯი (27 + 9 მოხსნა), ლეონარდი (25 + 9 მოხსნა), მენი (17), ზუბაცი (6 + 8 მოხსნა), მორისი (5) – სასტარტო; პაუელი (22), ჯექსონი (19), კოვინგტონი (8 + 4 დაფარება),ბატუმი (4 + 6 პასი), ქოფფი (0), დიაბატე (0).