ლელო-აკადემია 29:26
ლელო: 4ლ: პატარაია, გელხვიძე, კენჭაძე, ბაბუნაშვილი. 3გ,ს – ყიასაშვილი
სინბინი: სვიმონიშვილი, ხუციშვილი
აკადემია: 3ლ – დათიაშვილი, ივანიშვილი, შალიკაშვილი. გ – მათიაშვილი. 3ს – მოძღვრიშვილი
სინბინი: ნახუცრიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე
საქართველოს ჩემპიონატი მე-12 ტურის მატჩებით განახლდა. თბილისის ლელომ, რომელიც შესვენებამდე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო, ლელო არენაზე თბილისის აკადემიას უმასპინძლა და 29:26 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ლელოელები მიმდინარე გათამაშებაში პირველად გალიდერდნენ.
მატჩის ორივე ნახევარი დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში წრიმართა. პირველი ტაიმი აკადემიამ დავით მოძღვრიშვილის ცენტრიდან გატანილი საჯარიოს შემდეგ 14:12 მოიგო.
ლელომ ნელ-ნელა შეძლო ზეწოლის გაძლიერება და 64-ე წუთისთვის 29:19 იგებდა. აკადემიამ ორ წუთში ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება შეძლო – 26:19. მატჩის დასრულებამდე დარჩენი 14 წუთში კი, მონაგარის გაზრდა ვერცერთმა შეძლო.
შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აკადემიას შუამარბი საბა დათიაშვილი აღიარეს.
ყოჩები-ლოკომოტივი 31:5
ყოჩები: 5ლ – რეხვიაშვილი (2), მარჯანიშვილი, კურტანიძე, მიქაძე. 3გ – ფურცხვანიძე
სინბინი: კურტანიძე
ლოკომოტივი: ლ -რატამბაკაკა
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, თბილსის ლოკომოტივში კრიზისი გრძელდება. რკინიგზელებმა ზედიზედ მე-12 მარცხი ბოლნისის ყოჩებისგან იგემეს – 5:31.
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ლოკომოტივს სამი ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ აკადემიას 19 ქულით ჩამორჩება. თუ ასე გაგრძელდა ლოკომიტივს დიდი 10-ის დატოვება მოუწევს.
მატჩის საუკეთესო მორაგბე ყოჩების გარემარბი ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა.
ხარები-აია 7:20
ხარები: ლ – ჭავჭავაძე, პეტრიაშვილი.
სინბინი: ჭავჭავაძე
აია: 2ლ – ქიმუცაძე, მბეკევა. 2ს,2გ – ბაბუნაშვილი
სინბინი: მბეკევა, სამხარაძე
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი
მე-12 ტურამდე ლიდერი რუსთავის ხარები იყო. თუმცა, შინ ქუთაისის აიასთან ვერას გახდა და 7:20 დამარცხდა. ქუთათურები 54-ე წუთამდე მშრალი ანგარიშით 13:0 იგებდნენ. მასპინძლებმა ერთი ლელოს გატანა მოახრეხეს, რაზეც აიამ ასევე ერთი ლელოთ უპასუხა და თავისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ აიას მესამეხაზელი საბა ერემეიშვილი დაასახელს.