ლეონარდო: არ გვეგონა რამოსი 4 თვეში მხოლოდ ორჯერ თუ ითამაშებდა

სერხიო რამოსმა ზაფხულში მადრიდის რეალი დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. ტრავმების გამო ესპანელმა მცველმა ამ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ამ თემაზე პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა.

“არ ველოდით რამოსს ამდენი პრობლემა თუ ექნებოდა. ნამდვილად არ გვიფიქრია თუ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩს ჩაატარებდა. მისი ტრავმების შესახებ ცხადია ვიცოდით, თუმცა მისი დაზიანებების სიმძიმემ და რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. 

რაღაც მომენტში გუნდში დაძაბულობა გაჩნდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის. რამოსი სწორ გზაზეა და იმედია სეზონის მეორე ნახევარში სრულფასოვნად დაგვეხმარება.”-განაცხადა ბრაზილიელმა Marca-სთან საუბრისას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *