ლეონარდო: რეალი არასწორად და არაეთიკურად იქცევა

 

პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ რეალის წინადადებაზე ისაუბრა, რითაც მადრიდელები მბაპეს შეძენას ცდილობენ

ჟურნალისტი: რეალის წინადადებაზე რა რეაქცია გქონდათ?

ლეონარდო: ჩვენი მიზანი ყოველთვის კილიანის ინტერესების გატარება იყო, ახლაც ასეა.

ისე ჩანს, თითქოს რეალს უნდა რომ უარი ვუთხრათ, რათა შემდეგ სათქმელად ჰქონდეთ, რომ ყველაფერს ეცადნენ და მბაპე ერთ წელიწადში უფასოდ გაიფორმონ.

ბოლო 2 წლის მანძილზე, რეალი ფეხბურთელს ესაუბრებოდა, რაც არაკორექტულთან ერთად, დანაშაულიცაა. ეს ჩვენთვის მიუღებელია.

მათი სტრტრატეგიის მტკიცებულება ესაა: შეთავაზება კონტრაქტის დასრულებამდე 1 წლით ადრე, სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე კი 1 კვირით ადრე გაგვიკეთეს. ცდილობენ, კილიანს დაანახონ, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და 1 წელიწადში ისევ დაუკავშირდნენ

ჟურნალისტი: წინადადებაზე უარი თქვით?

ლეონარდო: დიახ, ჩვენ ვთქვით – არა, თუმცა ძალით არავის ვაკავებთ. თუ ვინმეს წასვლა სურს – წავა, თუმცა ჩვენი პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ამ ზაფხულს, ფეხბურთელებთან ერთად, მიზანი დავისახეთ, რომლის დანგრევის უფლებას არავის მივცემთ.

გვჯერა, რა წინადადებაც კილიანის თაობაზე გაგვიკეთეს, ადეკვატურისგან შორსაა. მონაკოსთვის ტრანსფერის ვალი ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაგვიფარავს და რაც რეალმა შემოგვთავაზა, რეალური არ არის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *