ლეონარდო: რეალი უნდა დაისაჯოს

პსჟ-ის სპორტული დირექტორი ამბობს, რომ მადრიდის რეალი კილიან მბაპეს საკითხზე წესებს არღვევს.

„ეს სისტემატურ ხასიათს იძენს. ჩვენ გვსურს, რომ მბაპე პარიზში დარჩეს. კილიანი 100 პროცენტით ჩვენთანაა, გუნდის მარგალიტია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, რეალი სანქციებს იმსახურებს, რადგან სისტემატურად საუბრობს მბაპეზე და აცხადებენ, რომ მალე იყიდიან. კილიანი ჩვენი წევრია.”

ეს ალბათ რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის განცხადებას მოჰყვა. პერესმა განაცხადა, იმედია, 1 იანვარს მბაპეს ამბავს გადავწყვეტთო.

ბოლო ინფორმაციით (ფრანგული პრესის), დიდი შანსია, მბაპემ ახალი კონტრაქტი გააფორმოს პსჟ-სთან და რეალთან ეს დაუსრულებელი ტრანსფერომანია როგორმე დასრულდეს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *