ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელია ახალი სეზონისთვის როგორც რუბინის ფეხბურთელი ისე ემზადება

ყაზანის რუბინის თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ ხიმკისთან ამხანაგურ მატჩამდე ჟურნალსიტების კითხვებს უპასუხა. რუსს კვარაცხელიას რუბინიდან შესაძლო წასვლაზეც ჰკითხეს, რაზეც შემდეგი უპასუხა.

“ხვიჩა ხიმკისთან ითამაშებს. გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ გუნდისთვის ხვიჩას შესახებ ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. ხვიჩა ახალი სეზონისთვის როგორც რუბინის ფეხბურთელი ისე ემზადება.”-განაცხადა ყაზანელთა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სახელს არაერთ გუნდს უკავშირებენ. საუბარი იყო იუვენტუსზე, ლიდსზე, მილანზე, აიაქსზე და დორტმუნდზე.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *