ლეო მესიმ ინსტაგრამში 284 ადამიანი გამოიწერა – ამ ბოლო დრომდე, არგენტინელი მსახიობი და მომღერალი, ლალი ესპოსიტო მათ შორის იყო.
Buscando la cuenta alternativa de messi pic.twitter.com/fJdU6vuqTL
— Best of Lali Esposito (@laliesposfires) February 9, 2022
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ლალიმ ლეო საუკეთესო მეგობართა სიაში დაამატა. ფეხბურთელს უკვე ხელი ისეთ კონტენტზე მიუწვდებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, მის სტატუსს არ შეეფერება.
მსახიობმა ამის შესახებ ესპანურ სატელევიზიო შოუ – El Hormiguero-ში ისაუბრა:
“რაღაც საოცარი გადამხდა: შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტას არ ნიშნავს. მწარე იუმორის გრძნობა მაქვს, რომელსაც ახლო მეგობრებს ვუზიარებ, რადგან ათმა მილიონმა ადამიანმა არ მინდა ნახოს (რედ: ლალის 10 მილიონი გამომწერი ჰყავს). არ მინდა ვინმე შევურაცხვყო ან ვათქმევინო, “რა სჭირს ამ შეშლილ ქალს?”. რაღაც უცხო და სასაცილო ცხოვრებისეული მომენტი ავტვირთე – და, უცბად, ის ლეო მესიმ ნახა. ამან ცოტა შემაშფოთა, რადგან საუკეთესო მეგობრებში თავად დავამატე. მსოფლიოს ნომერ პირველი თანამემამულე როგორ არ დამემატებინა? მაგრამ არ ველოდი, რომ მსოფლიო ფეხბურთის რომელიმე ვარსკვლავი ჩემი სთორის სანახავად დროს გამონახავდა”
მიზეზთა გამო, მესიმ ლალის გამოწერა გააუქმა. გოგონამ დაამატა:
“ლეო, გეფიცები, ყოველთვის ასეთი არ ვარ. მიყვარხარ! ლეო, თუ ფიქრობ, რომ მე ნორმალური არ ვარ: მართალი ხარ, მაგრამ გამომწერა არ გამიუქმო“
ლალის ფეხბურთთან შეხება აქვს, მესის პირადად იცნობს და რივერ პლეიტში საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.
ამ სპორტისადმი მისი სიყვარული გასაგებიცაა, რადგან მამა მწვრთნელი, ძმა კი ფუტსალის მოთამაშე ჰყავს. მისი მეტსახელი – “ლალი” – სწორედ ძმისგან მოდის, რადგან ბავშვობაში მარი-ს (გოგონას სახელი მარიანაა) ვერ წარმოთქვამდა და ლალის ეძახდა.
ესპოსიტომ 2017 წელს ესპანეთში იმოგზაურა და მესის შეხვდა.
ამავე წელს, ფეხბურთთან სხვა შეხებაც ჰქონდა. ის რივერ პლეიტის კამპანიაში მონაწილეობდა, რომელმაც ჰოსპიტალში მოთავსებულ 12 000 ბავშვს, ახალ წელს, სათამაშოები გაუგზავნა…
ლალიმ მონუმენტალზე ფოტოები 10 ნომრიანი მაისურით გადაიღო.