არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო, ლიონელ მესიმ თავისი პირველი სანაკრებო ტიტული. მთელი მსოფლიო ქომაგობდა გენიალურ არგენტინელს. ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდა და ლამის ნახევარი ბრაზილია მის მხარეს იყო. ასეთია რჩეულთა ხვედრი.
არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მეუღლე ანტონელა დახვდა და ცხოვრების მიზნის ასრულება მიულოცა. მათი ემოციური შეხვედრის ფოტოები მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა.