ლეო მესი: ბარსელონაში დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე, ლაპორტას სიტყვები შეუფერებელი იყო

ლეო მესიმ მისი ბარსელონადან წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. არგენტინელის თქმით, მას ხელფასის 50%-ით შემცირება სთხოვეს, რაზეც დათანხმდა. მან ისიც დასძინა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურს.

“მე ბარსელონაში დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე. გუნდს ჩემთვის უფასოდ თამაში არასდროს უთხოვია. ხელფასის 50%-ით შემცირება შემომთავაზეს რაზეც დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ ლაპორტას სიტყვები შეუფერებელი იყო. არ ვიცი როდის წავალ პსჟ-დან, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბარსელონაში დავბრუნდებით და იქ ვიცხოვრებთ, ეს ჩემი და ჩემი მეუღლის სურვილია.”-ციტირებს მესის იტყვებს Sport.es-ი.

მესი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. ფრანგთა მაისურით მან 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 3-ვე ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *