ლეო მესი: გიჟური წელი მქონდა

PARIS, FRANCE - FEBRUARY 27: Lionel Messi (Argentina / Paris Saint-Germain FC) poses for photos with his trophy of FIFA Men's World 11 during The Best FIFA Football Awards 2022 on February 27, 2023 in Paris, France. (Photo by Marcio Machado/Eurasia Sport Images/Getty Images)

ლეო მესი Fifa-ს გამოკითხვის შედეგად 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ თემაზე კომენტარი თავად არგენტინელმა გააკეთა.

“ამ ტიტულის მოგება მშვენიერი შეგრძნებაა. სასიამოვნოა, რომ საუკეთესო სამეულში ბენზემასთან და მბაპესთან ერთად მოვხვდი, ორივეს არაჩვეულებრივი წელი ჰქონდა. ჩემთვის დიდი პატივია საუკეთესოდ დასახელება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს სკალონის და მარტინესს, რომლებიც აქ არიან. გიჟური წელი მქონდა, დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ოცნება ავისრულე და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს, არგენტინელ ხალხს, რომლებიც ჩვენს გვერდში იდგნენ. ჩემს შვილებს კოცნას ვუგზავნი, ძილის დროა.” – ციტირებს Marca მესის სიტყვებს.

მესისთვის 2022 წელი მართლაც გამორჩეული იყო. იგი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *