ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე 22-ე მატჩი ჩაატარა, რითაც დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა. ამ თემაზე მესიმ კომენტარი გააკეთა.
“ახლა გავიგე, რომ მარადონას რეკორდი მოვხსენი. ბედნიერი ვარ, რადგან ისევ შემიძლია მსგავსი რეკორდების გაუმჯობესება. მჯერა მარადონა ჩემით ბედნიერი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის დიდი სიყვარულით მეპყრობოდა. დიეგო მუდამ ბედნიერი იყო, როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა.” – ციტირებს მესის სიტყვებს RMC Sport-ი.
არგენტინის ნაკრებმა პოლონეთის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჯგუფიდან პლეი-ოფში სწორედ არგენტინის და პოლონეთის ნაკრებები გავიდნენ.