ლეო მესი პსჟ-ს ფეხბურთელია!

ლიონელ მესისა და პარი სენ ჟერმენს შორის შეთანხმება შედგა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ კლუბს შეუერთდება და კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს. კონტარქტში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც სურვილის შემთხვევაში ის 2024 წლამდე დარჩება პარიზში.

მისი ხელფასი დაახლოებით 25 მილიონი ევრო + ბონუსები იქნება. წელიწადში 35 მილიონ  ევრომდე გამოიმუშავებს.

პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც ლეო და ხორხე მესის პირადად დაუკავშირდა შუამავლების გარეშე. მოლაპარაკებები ოფიციალურად გასულ ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც ბარსელონამ მისი წასვლა დაადასტურა.

მიმდინარე წლის აპრილში არგენტინელმა პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის შეთავაზებებზე უარი განაცხადა, რადგან მას მხოლოდ ბარსელონაში სურდა თამაში. ახლა, როდესაც მან ბარსელონა ლა ლიგის წესების გამო დატოვა, პარიზული გუნდი აქტიურად ცდილობდა მის დამატებას.

ტრანსფერში ასევე ჩართული იყო ნეიმარიც. ნასერ ალ ხელაიფი და ლეონარდო ბოლო 5 დღის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობდნენ, რომ ლეო მესის პარიზული გუნდის ფორმა მოერგო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *