ლეო მესი: რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მასთან ვიქნები

ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. ამ თემაზე კომენტარი ლეო მესიმ გააკეთა.

“რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის სუარესის გვერდით ვიქნები, მზად ვარ მხარი დავუჭირო მას. სამწუხაროა, რომ ურუგვაის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, თუმცა რას ვიზამთ, ასეც ხდება. ახლა მთავარია მომავალზე კონცენტრირდნენ.” – ციტირებს მესის სიტყვებს COPE.

რაც შეეხება თავად მესის და არგენტინის ნაკრებს, ალბისელესტე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. აღნიშნული მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *