ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა. მან მუნდიალების ფინალურ ეტაპზე მე-11 გოლი გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც შესაბამისად 10 გოლია. მესი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ალბისელესტეს კაპიტანმა ამ თემაზე Ole-სთან ისაუბრა.
“რეკორდები კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა, ეს ყველაზე დიდი სურვილია. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, მიზანთან ერთ ნაბიჯში ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.” – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, სადაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 18 დეკემბერს 19:00-ზე გაიმართება.