ლეო მესიმ კრიშტიანუ რონალდუზე და ზოგადად პორტუგალიელთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. არგენტინელის თქმით, მათი დუელი ფეხბურთის ისტორიას დარჩება.
“კრიშტიანუს მანჩესტერში ადრეც უთამაშია, თუმცა მაინც შთამბეჭდავია თუ როგორ მოერგო გუნდს. იუნაიტედი არც ისე კარგ ფორმაშია, თუმცა დეკემბრის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
დიდი ხანი გავიდა, რაც მე და რონალდუ ერთ ჩემპიონატში აღარ გამოვდივართ. ესპანეთში ერთმანეთის წინააღმდეგ დიდ ხანს ვთამაშობდით და ეს შესანიშნავი იყო. ჩვენი დუელი ფეხბურთის ისტორიას დარჩება.”-ციტირეს მესის სიტყვებს Marca.