ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში რეკორდი დაამყარა. მეგავარსკვლავმა ალბილესტეს მაისურით 148-ე მატჩი ჩაატარა. 34 წლის ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანოს მაჩვენებელი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც შესაბამისად 147 შეხვედრაა.
მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს უნგრეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა. განვლილ 148 მატჩში მან 77 გოლი გაიტანა. მესიმ თანამემამულეებთან ერთად ორჯერ კოპა ამერიკის ფინალი და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო.
რაც შეეხება მის საკლუბო ამბებს, გადაწყვეტილია, რომ ლეო ბარსელონაში კიდევ 2 წლით დარჩება.