ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელმა მუნდიალი მიიღო, მსოფლიოზე უდაოდ საუკეთესო იყო და ფინალშიც ბრწყინვალე გახლდათ.
მესიმ 7-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და ამ 6-დან 2 ფინალში შეაგდო. აქვე გეტყვით, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად 2014 წელსაც დაასახელეს.