პარი სენ-ჟერმენის ახალწვეული ლიონელ მესი კლუბის მაისურას პირველად სავარაუდოდ 29 აგვისტოს მოირგებს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურის მატჩში, რეიმსის წინააღმდეგ.
მანამ კი არგენტინელი, მეუღლესთან, ანტონელასთან ერთად პარიზის ღირსშესანიშნავ ადგილებს ეცნობა და ფრანგული სამზარეულოს კერძებს აგემოვნებს.
ამჟამად წყვილი პარიზის ცენტრში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობს, სადაც ღამე 17 ათასი გირვანქა ღირს. მაგრამ ეს დროებითი საცხოვრისია.
პარალელურად მათ ბინის ძებნაც დაიწყეს. დიდი ალბათობით, ისინი პარიზის გვერდით მდებარე პატარა ქალაქ ბუგივალში დასახლდებიან, საიდანაც პსჟ-ის საწვრთნელ ბაზამდე 8 კილომეტრია, პარიზის ცენტრამდე კი 14. რაც მთავარია, იქ ლეოს მეგობარი, ნეიმარი ცხოვრობს.
ეს უფრო წყნარი ადგილია, ვიდრე რაიონი ნეი სურ სენი, სადაც პსჟ-ის ბევრი ფეხბურთელი ბინადრობს.