ლეო, შენ ღირსი ხარ!

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რივალდომ, იმედი გამოთქვა, რომ კვირას ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდება.

„ფინალში არც ბრაზილია იქნება, არც ნეიმარი, ამიტომ არგენტინის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ. მესიმ დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ღმერთი ყველაფერს ხედავს და კვირას დააჯილდოებს მას.

ლეო შენ ღირსი ხარ ამ ტიტულის, შენი შესანიშნავი თამაშისთვის, რომლითაც ყოველთვის აღგვაფრთოვანებდი. ქედს ვიხრი შენს წინაშე“, – დაწერა რივალდომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალში არგენტინის ნაკრები 18 დეკემბერს საფრანგეთ-მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ნახევარფინალური მატჩი დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

FC Barcelona - La Liga: Rivaldo: The Messi contract leak was damaging and  came from someone with a bad agenda | Barcelona

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *