დღეს, ბელგრადში მიმდინარე U23 მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა, ლერი აბულაძემ (63 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა!
ქართველი ფალავანი ფინალში თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ლერი აბულაძე, ასევე, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის (დიდებში) ვიცეჩემპიონია.