ავსტრალია-საფრანგეთი 26:28
ავსტრალია: 2ლ – გორდონი, ჰუპერი. 4ს,2გ – ლოლესიო
საფრანგეთი: ლ – პენო. 7ს,გ – ჟამინე
საფრანგეთის ნაკრებმა მელბურნში, თითქმის მეორე შემადგენლობით ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს 28:26 მოუგო. ერთი კვირის წინათ ამავე გუნდების შეხვედრა ოზების გამარჯვებით დასრულდა, რაც უწინარესად ფრანგების ბოლო წამებზე გაუაზრებელი თამაშისა და უხეში შეცდომების დამსახურებაა.
ამჯერად, ლე ბლომ იგივე აღარ გაიმეორა და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მეტოქეს ხელიდან მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გამოგლიჟა. ფრანგთა შორის მატჩის გმირი პერპინიანის ფულ ბეკი მელვინ ჟამინე იყო, რომელმაც შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (23 ქულა).
ფრანგები და ავსტრალიელები ერთმანეთს ერთი კვირის თავზე მესამედ დაუპირისპირდებიან.