13 ნოემბერს გასამართ UFC Fight Night-ზე ორ ქართველს, რომან დოლიძესა და ლიანა ჯოჯუას უნდა ებრძოლა. რომანს 2 დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ბრძოლას გამოეთიშა. რაც შეეხება ლიანა ჯოჯუას, მან დღეს გამართულ ოფიციალურ აწონვებზე საჭირო წონა ვერ დააფიქსირა – ქართველი მებრძოლი ზღვარს (58 კგ-ს) 1.1 კგ-ით გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ ლიანა წონას ექსტრემალურ პირობებში იკლებდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მართალია, ამის გამო ბრძოლა არ ჩაშლილა, თუმცა ლიანას კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური ჯარიმა დაეკისრა – ჯოჯუას ჰონორარის 30% მის მეტოქეს, კორტნი კეისის გადაეცემა.
ლიანას UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც ორში დამარცხდა. ხვალიდნელ დაპირისპირებაში გამარჯვება მას აუცილებლად სჭირდება, წინააღდეგ შემთხვევაში UFC მასთან დიდი ალბათობით კონტრაქტს აღარ გაახანგძლივებს.