გუშინ, ლიდერბეთისა და სარბიელის თანამშრომლობით, მორიგი საფეხბურთო დაჯილდოების საღამო ჩატარდა, სადაც წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი დასახელდნენ. გამოკთხვაში მონაწილეობა 81-მა ჟურნალისტმა მიიღო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, საუკეთესო დებიუტანტი კი გურამ გიორბელიძე. ასევე სიმბოლური პრიზდით დაჯილდოვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრამვის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მინდორს მალე დაუბრუნდება. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები, სპორტული ჟურნალისტები, სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის მერიის, ოლიმპოური კომიტეტისა და ლიდერბეთის წარმომადგენლები.
ლიდერბეთმა და სარბიელმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვეს [VIDEO]
