ხარები-არესი 17:6
ხარები: 2ლ – ქვათაძე, გელაშვილი. 2გს – პეტრიაშვილი.
სინბინი: მაჭარაშვილი
არესი: 2ს – თევდორაძე
სინბინი: ხილაძე, კობახიძე
მსაჯი: გელა ლემონჯავა
საქართელოს ჩემპიონატის ლიდერმა რუსთავის ხარებმა ერთ-ერთ კონკურენტს ქუთაისის არესს უმასპინძლა და 17:6 დაამარცხა. შეხვედრა მოლოდინისამებრ უშეღავათო ბრძოლაში წარმართა. პირველი ტაიმი არესმა 3:0 მოიგო. ხარებმა ქულების მოპოვება მხოლოდ შესვენების შემდეგ შეძლეს.
56-ე წუთისთვის მასპინძლები 10:6 იგებდნენ. გარდატეხა თამაშის დასრულებამე ექვსი წუთით ადრე მოხდა, როცა ხარებმა ლელო გაიტანა, რითა გამარჯვება დაიბევა და ლიდერობა შეინარჩუნა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ ხარების მესამეხაზელი ნიკა ლომიძე დაასახელეს.
ლელო-ლოკომოტივი 38:25
ლელო: 4ლ – ბაბუნაშვილი, აფციაური, ქევხიშვილი (2). 3გ – ასათიანი (2), მამუკაშვილი. 4ს – ასათიანი (3), მამუკაშვილი.
სინბინი: ზუბაშვილი
ლოკომოტივი: 3ლ – ძაბახიძე, დოლიძე, ტიტვინიძე. 2ს,2გ – სახელაშვილი.
სინბინი: ჩიღვინიძე.
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე
ხარებს კვალში უდგას თბილისის ლელო, რომელმაც მორიგი მარცხი აგემა თბილისის ლოკომოტივს – 38:25. საგულისხმოა, რომ რკინიგზელთა ტიტულოვანმა გუნდმა ათიდან ათივე მატჩი წააგო.
პირველი ტაიმის საწყისი ათი წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა, მერე ლელომ ინიციატივა ხელში ჩაიგდო და პირველი ტაიმი ათი ქულის სხვაობით 21:11 მოიგო.
შესვენების შემდეგ თითქოს ლელოს იოლად უნდა გაეტეხა მეტოქე. თუმცა, რკინიგზელებმა ორჯერ შეძლეს ანგარიშში სხვაობის სამ ქულამდე შემცირება. ლელომ ყველა ჯერზე მოძებნა ძალა, რათა მატჩი საბოლოოდ გამარჯვებამდე მიეყვანა.
ლელომ ოთხი ლელო მიითვალა. აქედან ორი გაგა ქევხიშვილმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი, მეორე გარემარბი შალვა აფციაური აღიარეს, რომლის ანგარიშზეც ერთი ლელოა.