ჟორჟინიო ვეინალდუმის პარი სენ-ჟერმენში წასვლის შემდეგ, ლივერპულს ნახევარდაცვაში პრობლემა შეექმნა და ახლა გაფაციცებით ეძებენ კარგ შუახაზელს. ასეთი კი ფრანგული ლილის ლიდერი, რენატუ სანჩესი აღმოჩნდა, რომელიც მიმდინარე ევრო 2020-ზე პორტუგალიელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ლილი წინააღმდეგი არ ყოფილა 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვისა. ეგ არის, ლივერპულს კონკურენციას არსენალი უწევს. მეთოფეები ლილს კარგად იცნობენ, 2019 წელს მათ ამ კლუბიდან მიკოლა პეპე გადაიბირეს 72 მილიონ გირვანქად, შემდეგ კი ბრაზილიელი გაბრიელი იყიდეს 27 მილიონად.
სანჩესი ჯერ კიდევ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან გვახსოვს. მაშინ პორტუგალიელები ჩემპიონები გახდნენ, სულ ახალგაზრდა რენატუმ კი სპეციალისტები და ფეხბურთის მოყვარულები აღაფრთოვანა თავისი დახვეწილი თამაშით. მერე იყო უიღბლო პერიოდი ბაიერნში, იჯარა სუონსიში და აი, უკვე ორი წელიწადია ლილში ირჯება.
ამ ზაფხულს, ევროზე, ძველებური რენატუ ვიხილეთ.