ლივერპულმა დღეს, 5 იანვარს, არსენალთან სათასო მატჩის წინ დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა. გუშინ საღამოს კი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია.
მიზეზი? უკვე კორონოვან იურგენ კლოპის თანაშემწეს, პეპეინ ლეინდერსს (რომელმაც ჩელსის წინააღმდეგ გაიყვანა გუნდი 2 იანვარს) ვერაგი ვირუსი დაუდასტურდა.
ბრიტანელები აღნიშნავენ, რომ კოვიდი ლივერპულის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონლის, სულ 14 ადამიანს დაუდგინდა.
მერსისაიდულმა კლუბმა ფეხბურთის ასოციაციაში უკვე გააგზავნა არსენალთან მატჩის გადადების შესახებ თხოვნა. პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 6 იანვარს უნდა გამართულიყო ლონდონში.