ლივერპული ახალ სეზონს საკადრო პრობლემით დაიწყებს. The Athletic-ის ცნობით, ენდრიუ რობერტსონი ტრავმირებულია. შოტლანდიელს ტერფის დაზიანება აქვს და რამდენიმე კვირა ვერ ივარჯიშებს. მარცხენა მცველმა ტრავმა ატლეტიკთან მატჩში მიიღო.
რობერტსონი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულში ჰალ სიტიდან გადავიდა. 26-ე ნომერმა სერიოზული პროგრესი განიცადა და დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა მცველია. წინა სეზონში ენდრიუმ 50 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ლივერპულს, წინა სეზონში გუნდმა პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა. კლოპის შეგირდები ახალ სეზონს ნორვიჩთან მატჩით გახსნიან.