ლივერპულმა ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლივერპულმა გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ჰენდერსონი ლივერპულში კიდევ 3 წელი ითამაშებს.

ჰენდერსონი საუთჰემპტონის აღზრდილია და მერსისაიდელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს. 2015 წლიდან იგი გუნდის კაპიტანია. წინა სეზონში ჰენდერსონმა ტრავმის გამო მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ლივერპულს, მერსისაიდელებმა ამ სეზონში პრემიერლიგის 3 მატჩიდან 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 7 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. უახლოეს მატჩს გუნდი ლიდსთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *