ლივერპული ზამთარში გაძლიერებას აპირებს. მერსისაიდელებმა ბარსელონადან შესაძლოა ფელიპე კოუტინიო დაიბრუნონ. ინფორმაცია Football Espagna-მ გაავრცელა.
კოუტინიოს ზამთარში გაშვება ბარსელონასაც სურს, რათა ფინანსური სარგებელი ნახოს. ცნობისთვის, ლივერპულის გარდა ბრაზილიელი შემტევით ნიუკასლიც არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბლაუგრანაში სწორედ ლივერპულიდან გადავიდა. კლოპის გუნდის ღირსებას იგი 2013-18 წლებში იცავდა.