ლივერპულმა FA თასი მოიგო. იურგენ კლოპის გუნდი ფინალში ლონდონის ჩელსის შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი მერსისაიდელებმა 6:5 მოიგეს.
ლივერპულმა FA თასი მერვედ მოიგო. აღნიშნულ ტიტულს გუნდი ბოლოს 2005-06 წლების სეზონში დაეუფლა.
კლოპის გუნდისთვის ერთი ცუდი მაინც მოხდა. 33-ე წუთზე ტრავმის გამო მოჰამედ სალაჰი შეცვალეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა ეგვიპტელის დაზიანება.
ლივერპულს კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს. გუნდი პრემიერლიგაში 36 ტურის შემდეგ 86 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სიტის 3 ქულით ჩამორჩება. კლოპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც არიან, სადაც 28 მაისს მადრიდის რეალს შეხვდებიან.