ლივერპულში ზეიმია – ვირჯილი მორჩა

ლივერპულის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ვირჯილ ვან დაიკთან. ჰოლანდიელი მცველი გუნდში 2025 წლამდე დარჩება.

აღტაცებას ვერ მალავს თავად ფეხბურთელიც.

Football news - virgil Van Dijk may miss Club World Cup final - Eurosport

„ეს დიდებულია. მეც, ჩემი ოჯახიც და აგენტიც ბედნიერები ვართ, რომ ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე გამოვნახეთ კლუბთან საერთო ენა“ – თქვა ვან დაიკმა.

არანაკლებ ბედნიერია ლივერპულის ფანობა – ვირჯილი გუნდის ლიდერთაგანი და დაცვის ხაზის სიმტკიცის გარანტია. მოგეხსენებათ, ის შარშან ოქროს ბურთის მიღების ერთერთ კანდიდატადაც სახელდებოდა.

წინა სეზონის სტარტზე ვან დაიკმა სულ 5 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მერე კი ევერტონთან ლივერპულურ დერბიში ტრავმა მიიღო – მუხლის ჯვარედინი მყესები ჰქონდა დაწყვეტილი.

ფეხბურთელმა ჯერ ოპერაცია გადაიტანა, მერე სარეაბილიტაციო კურსი და გუნდთან ერთად სრულფასოვანი წინასასეზონო მზადების კურსიც გაიარა.

ლივერპული ახალ სეზონს დღეს იწყებს. მერსისპირელებს პირველი თამაში ნორვიჩში აქვთ და ვან დაიკს არაფერი უშლის ხელს ამ შეხვედრაში მონაწილეობა რომ მიიღოს. მან სეზონისწინა მომზადებაში სრულყოფილად მიიღო მონაწილეობა და სამივე ტესტ-მატჩი ჩაატარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *