ლილარდმა სამქულიანების კონკურსი მოიგო

სოლტ-ლეიკ სიტიში გრძელდება NBA-ს ყველა ვარსკვლავთა კვირეული. მეორე სათამაშო დღე ტრადიციულად საკალათბურთო კონკურსებს დაეთმო.

null

საკალათბურთო ოსტატობის კონკურსი

მონაწილეები: “ჯაზი” (ჯორდან კლარკსონი, უოკერ კესლერი, კოლინ სექსტონი), ახალბედების გუნდი (პაოლო ბანკერო, ჯაბარი სმიტი, ჯეიდან აივი), ანტეტენკუმპოების გუნდი ( ჯრუ ჰოლიდეი, ტანასის ანტეტენკუმპო, ალექს ანტეტენკუმპო)

საკალათბურთო ოსტატობის კონკურსში მონაწილეობას 3 გუნდი იღებდა – ჯაზი, ახალბედები და ანტეტენკუმპოები. სამწუხაროდ ALL STAR-ის დაწყებამდე რამდენიმე დღთ ადრე იანისმა თითი მოიტეხა და გამოაკლდა ყველა ვარსკვლავთა კვირეულს. მის ნაცვლად გუნდში ჯრუ ჰოლიდეი “ჩაჯდა”.

კონკურსი “ჯაზმენების” გამარჯვებით დასრულდა – კლარკსონი+კესლერი+სექსტონის ტრიომ შანსი არავის დაუტოვა.

3 ქულიანების კონკურსი

მონაწილეები: ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), კევინ ჰარტერი (საკრამენტო), ტაილერ ჰირო (მაიამი), ტაირიზ ჰალიბარტონი (ინდიანა), ჯულიუს რენდლი (ნიუ-იორკი), ლაური მარკანენი (იუტა).

ტრადიციულად, ვარსკვლავური და საინტერესო გამოდგა 3 ქულიანების კონკურსი.

null

პირველ რაუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა ტაირიზ ჰალიბარტონმა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა (გაიმეორა სტეფ კარის რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა).

ფინალურ რაუნდში ყველას დამიენ ლილარდმა აჯობა, რომელმაც 26 ქულის დაგროვება შეძლო (პირველ რაუნდშიც 26 ქულა ქონდა). ჰალიბარტონმა მეორე ეტაპზე მხოლოდ 17 ქულის ჩაგდება შეძლო და ტიტული “პორტლენდის” ვარსკვლავს დაუთმო.

ჩატენვების კონკურსი

მონაწილეები: მეკ მაკკლანგი (ფილადელფია), ტრეი მერფი (ნიუ ორლეანი), ჯერიკო სიმსი (ნიუ-იორკი), კენიონ მარტინ უმცროსი (ჰიუსტონი)

ყველაზე დამაინტრიგებელი ჩატენვების კონკურსი გახლდათ. პირველ რაუნდში ფილადელფიას კალათბურთელმა – მაკკლანგმა საწყისი ჩატენვით 50 ქულა დაიმსახურა, მეორე დანქზე კი 49 ქულა აიღო (1 ქულა ლაიზა ლესლიმ დააკლო).

null

ფინალში გადასულმა მეკმა ორი იდეალური ჩატენვა შესთავაზა პუბლიკას (50+50), მაქსიმალური – 100 ქულა დააგროვა და მარტივად აჯობა “ნიუ ორლეანის” კალათბურთელ ტრეი მერფის.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მიმდინარე სეზონი მეკ მაკკლანგმა G ლიგაში დაიწყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *