ლიოვი მშველელად – გერმანელის მომავალი გაირკვა

გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცი იოხიმ ლიოვი ფენერბახჩეს მთავარი მწვრთნელი გახდება. Haber Global-ის ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტი გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ კლუბი ლიოვს ხელფასს სპონსორებთან ერთად გადაუხდის.

გეცოდინებათ ლიოვი ბოლოს გერმანიის ნაკრებში მუშაობდა, თანამემამულეებს იგი 2008-21 წლებში ხელმძღვანელობდა. ბუნდეს გუნდთან ერთად ლიოვმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება ფენერბახჩეს, გუნდი თურქეთის ჩემპიონატში მისთვის უჩვეულო მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში მესუთ იოზილი თამაშობს, რომელთან ერთადაც ლიოვი წლების განმავლობაში გერმანიის ნაკრებში მუშაობდა. არახალია, რომ ლიოვს და იოზილს არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა აქვთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *