იოხიმ ლიოვმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. ნიკოლა სკირას ცნობით, გერმანელით ფენერბახჩეა დაინტერესებული. მას მერე, რაც ფენერმა ვიტორ ფერეირა გაუშვა, მწვრთნელის ძიებაშია და ერთერთ კანდიდატად ლიოვს განიხილავენ.
ნიკოლა სკირამ ისიც დაწერა, რომ თურქებმა ლიოვს კონტრაქტი უკვე შესთავაზეს. ხსენებული ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ყველაფერი სავარაუდოდ ამ ზამთარში გადაწყდება.
ფენერბახჩე თურქეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-4 ადგილზეა. მე-19 ტურში თურქები მალატიასპორს შეხვდებიან.