ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა

ბევრისთვის მოულოდნელად ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი 1/2 ფინალში მარცხის შემდეგ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ალიასოვს შეხვდა და დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რუსმა ვაზარი დაპირისპირების დასრულებამდე 35 წამით ადრე მიიღო. ლიპარეტლიანი ბევრ ეცადა და მეტოქისთვის შიდოს აკიდების მეტი ვერაფერი მოახერხა.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას, ჩვენი თანამემამულეების ანგარიშზე 3 მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი ოქრო არავის დაუთმო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *