სტანისლავ ლობოტკა ამ სეზონის ერთერთი მთავარი აღმოჩენაა. როცა ლორენცო ინსინიეს ჰკითხეს თუ ვინ გააოცა (ჩვენდა გასაკვირად, რომ ხვიჩა არ დაასახელა) ლობოტკაზე თქვა, წინა სეზონში ასეთი მაგარი არ იყო, როგორიც ახლააო. მოკლედ, ინტერვიუ სლოვაკთან
– ხავისთან და ინიესტასთან შედარებები ძალიან ლამაზია და ამის გამო ამაყი ვარ. მათ ყოველთვის ვაღმერთებდი, რადგან, როგორც მე, ისინი ყოველთვის გუნდური მოთამაშეები იყვნენ.
გატუზოდან – სპალეტიმდე. რა მენტალური გარდასახვა მოხდა?
– ფუნდამენტური მომენტი ის არის, რომ გარშემო ჩვენი სჯერათ. როდესაც სპალეტი ნაპოლიში მოვიდა, ვიგრძენი რომ ყველაფერი სხვანაირად იყო, ჩემი დრო დგებოდა. ვუსმენდი, ლამაზ ფეხბურთზე როგორ ლაპარაკობდა, გუნდურობაზე – ეს ფეხბურთის ჩემეული აღქმაა. ჩემი თავის ჩვენება რომ მოვახერხე, ეს სპალეტის დამსახურებაა.
როგორ გრძნობ თავს, როდესაც მეორე ადგილს 15 ქულით უსწრებთ?
– როგორ შემიძლია არ ვთქვა?! – ეს ზღაპარია. მშვენიერია, როდესაც ასე მაღლა ვართ, მაგრამ ჩემპიონობა არ გაგვინაღდებია. წინ 16 თამაშია – რაც ბევრია. წაგება არ გვინდა, მაგრამ სადღაც დავმარცხდებით. მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, რომ სატურნირო ცხრილი არ გავიხსენოთ.
შენმა თანამემამულემ, ჰამშიკმა იცის, რაც ცუდი იქნება, პირველი სლოვაკი იყო, რომელიც სკუდეტოს მოიგებს…
– ამის საპირისპიროდ, ვიცი რა ბედნიერი იქნება, ამას თუ შევძლებთ. ჯერ ფინიშამდე შორია. წლების განმავლობაში, ის აქ კაპიტანი იყო და სკუდეტოსაც რამდენჯერმე მიუახლობდა. მაშინ ნაპოლის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. არ ვიცი ჯუნტოლის ჩემზე რამე თუ უთხრა, რაც ვიცი ისაა, რომ სპორტული დირექტორი თვეების განმავლობაში ცდილობდა აქ მოვეყვანე.
ამ ზაფხულს თქვენზე არსად განგიხილავდნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები ხართ?
– ეს სიმართლეა. დიდი გზა გამოვიარეთ. ამ სეზონამდე, ჩვენი არავის სჯეროდა, მარტონი ვიყავით, თუმცა ეს არ გვაწუხებდა. საპირისპიროდ – ეს მოტივაციად ვაქციეთ. არავინ ელოდა ჩემპიონთა ლიგაში ასე კარგად თუ ვითამაშებდით, მით უფრო – ასე ლამაზი ფეხბურთით. მნიშვნელოვანი იყო ის დაფასება, რაც ევროპული გამარჯვებების შემდეგ მივიღეთ.
სპალეტისთან ერთად, ვის ისურვებდი, რომ შენი მწვრთნელი იყოს?
– მარტივი კითხვაა: გვარდიოლა. ის ყველას მოსწონს: მისი საფეხბურთო გაგება უნიკალურია. რასაც სიტი აკეთებს… და ეს რამდენი ხანია გრძელდება?!